ალერგიული კონუქტივიტი

406680.052606.3_edited

ალერგიული კონუქტივიტი გამოიხატება თვალების სიწითლით, ქავილის შეგრძნებით, ცრემლდენით და/ან ლორწოვანი გამონადენით თვალიდან. ალერგიული კონუქტივიტი,  როგორც წესი ასოცირებულია ალერგიის სხვა ნიშნებთან მაგალითად ცემინებასთან, რინიტთან.  ალერგიული კონუქტივიტი, როგორც წესი, სეზონურია. გამწვავება ახასიათებს  გაზაფხულზე და ზაფხულში.  მეტად გავრცელებულია ბიჭებში, ვიდრე გოგონებში.  შესაძლებელია კონტაქტური ლინზების ტარებამაც გამოიწვიოს კონუქტივიტი.

ალერგიული კონუქტივიტის დიაგნოზი ისმევა ძირითადად ანამნეზით (პაციენტის ისტორიით),  ძირითად ჩივილს წარმოადგენს თვალების ქავილი და ცრემლდენა.   ალერგიულ კონუქტივიტს ზოგჯერ ბუინობის/სეზონურ კონუქტივიტსაც უწოდებენ. შესაძლებელია გამოხატული იყოს ანთებითი პროცესები შეშუპება და კვანძების წარმოქმნა ქუთუთოზეც.   ანთებადი შეიძლება იყოს რქოვანაც და მასზე დაწყლულებები წარმოიქმნას. ასეთი შემთხვევები შედარებით იშვიათია.

მკურნალობას – წარმოადგენს ანტიჰისტამინური საშუალებების და ფოყიერი უჯრედების სტაბილიზერების  კომბინირებული გამოყენება. მაგ.    olopatadine 0.1%, epinastine HCl 0.05%, ketotifen fumarate 0.025%,  .

ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევიან. ასევე გამოიყენება: ადგილობრივ ვაზოკონსტრიქტორებს + ანტიჰისტამინურები (ნაფაზოლინი, ანტაზოლინი),  ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მაგ.  ketorolac tromethamine 0.5%,  ფოყიერი უჯრედების მასტაბილიზებელი  lodoxamide tromethamine 0.1%, ან კორტიკოსტეროიდები მაგ. პრედნიზოლონი  0.125% . კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, მათმა ხშირმა და/ან არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული პრობლემები, როგორიცაა გლაუკომა და კატარაქტა.

ალერგიული რეაქციების დროს გამოყენებადი ძირითადი მედიკამენტები:

  • Lodoxamide tromethamine 0.1%  (ალომიდი) -  ფოყიერი უჯრედების მასტაბილიზებელი.  1 წვეთი 4 ჯერ დღეში.  სეზონური კერატოკონუქტივიტის დროს.
  • Cromolyn Na 4% – (კრომოლინ ოპტრიკომი) – ფოყიერი უჯრედების სტაბილიზატორი 1 წვეთი 4-6 ჯერ დღეში.  სეზონური კერატოკონუქტივიტი.
  • Olopatadine -  Patanol -  ფოყიერი უჯრედების სტბილიზატორი და H 1 რეცეპტორების ანტაგონისტი. 2 ჯერ დღეში 6-8 საათის ინტერვალის.  გამოიყენება ალერგიული კონუქტივიტის ქავილის დროს.
  • Ketorolac tromethamine 0.5% – აკულარი  -  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდი 1 წვეთი 4- ჯერ დღეში. სეზონური ალერგიული კონუქტივიტის დროს.
  • Levocabastine HCl 0.05% -  Livostin -  H1  რეცეპტორების ანტაგონისტი. 1 წვეთი 4 ჯერ დღეში.  სეზონური ალერგიების დროს სიმპტომების მოსახსნელად გამოიყენება.
  • Naphazoline HCl 0.1% – AK-Con, Naphcon, Opcon, Vasocon- ვაზოკონსტრიქტორი – 1 წვეთი 4 – ჯერ დღეში.  სეზონური ალერგიის სიმპტომების მოსახსნელად.
  • Pheniramine maleate – Component in AKCon A, Opcon-A, Naphcon-A – ანტიჰისტამინური – 1 წვეთი 3-4 საათში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში.  სეზონური ალერგიის სიმპტომებს ხსნის.