ატოპიური დერმატიტი

Atopic-dermatitis

ზოგადად დერმატიტს და ეკზემას დერმატოლოგიაში მოიხსენიებენ სინონიმებად და ნიშნავს ნებისმიერი სახის კანის ანთებას, რომელსაც ახასიათებს კანის შეშუპება, ერითემა,  ქერქების წარმოქმნა, ან ლიქენიფიკაცია (კანის გასქელება მუდმივი ქავილის ან ხახუნისგან).

ატოპიური დერმატიტი წარმოადგენს დერმატიტის ფორმას, რომელშიც მოიაზრება კანის ზედაპირული ქრონიკული ანთება. ატოპიური დერმატიტის მიმდინარეობაში განარჩევენ სამ ფაზას: პირველი – ინფანტილური ეკზემა, დერმატიტი იწყება ლოყებიდან და თავის კანიდან,  ეს მდგომარეობა ძირითადად 2-3  თვის ასაკში გვხვდება და გრძელდება დაახლოებით 2 წლამდე.   ასეთი ბავშვების მხოლოდ ერთ მესამედს უვითარდება ატოპიური დერმატიტის შემდგომი ეტაპი, დანარჩენი ორი მესამედი განიკურნება.  მეორე ფაზას წარმოადგენს:  ნაკეცოვანი (ფლექსურალური) ეკზემა – მის ტიპიურ ადგილმდებარეობას წარმოადგენს იდაყვის შიგნითა ზედაპირი, ანუ  ის ადგილი სადაც მკლავის მოხრა ხდება და მუხლის უკანა ზედაპირი, ასევე კისერი, მაჯის სახსარი, ხელები და ფეხების სხვა ადგილები. ეს ფაზა გრძელდება 2 წლიდან მოყოლებული მოზარდობის ბოლომდე.  ბავშვების ნაწილს ფეხების ძირებზე  აქვს მხოლოდ გამოხატული ეკზემა, უსკდებათ, აქვთ სიწითლე და ტკივილი, ამ მდგომარეობას ატოპიური ფეხი ჰქვია.     ფლექსურალური ეკზემის შემთხვევათა მხოლოდ მესამედი გადადის მოზარდთა ეკზემაში, რომელიც ძირითადად 30 წლამდე გრძელდება, მის შემდეგ იშვიათია. 

ატოპიური დერმატიტი გადამდები არ არის.

ატოპიური დერმატიტი წარმოადგენს: გენეტიკურად წინასწარგანწყობილ მდგომარეობას, რომლის შედეგადაც ირღვევა კანის ბარიერული  დამცველობით ფუნქცია,  ასევე მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორები, იმუნოლოგიური რეაქცია,  სხვადასხვა მედიკამენტები, შესაძლებელია მცირე კავშირი ჰქონდეს სხვადასხვა საკვებთან.

იშვიათ შემთხვევაში  ატოპიურ დერმატიტს შეიძლება თან ერთვოდეს იმუნოსუპრესია,  სტრეპტოკოკული ინფექციები კანზე,  ჰერპესული ინფექციები,   რეკურენტული პიოდერმიტები.

ატოპიური დერმატიტის განვითარების მთავარი მიზეზი არის კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევა,  ამაში მოიაზრება კანის სიმშრალე, დახეთქვა. კანი ვერ იკავებს წყალს და ადვილად ორთქლდება,  მცირდება და იჭმუხნება კორნეალური -რქოვანა შრე,  კანზე ჩნდება ნაპრალები.  დაზიანებული კანის ინფიცირება ადვილად ხდება სხვადასხვა ბაქტერიებით შესაბამისად ვითარდება  კანის ანთება, ანუ დერმატიტი.  ქრონიკული ატოპიური დერმატიტის დროს მეორადად ხდება  ინფექციებით  ინფიცირება, ძირითად პათოგენებს ოქროსფერი სტაფილოსფერი  და ჩირქმბადი სტრეპტოკოკი წარმოადგენს.

მკურნალობა – გამწვავების პერიოდებში,   სველი საფენები, კორტიკოსტეროიდები. სუპერინფექციების დროს (სტაფილოკოკი ყველაზე ხშირი) გამოიყენება შესაბამისი სისტემური ანტიბიოტიკები.   თუ მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოხდა, უნდა იქნეს კულტურა აღებული და განისაზღვროს ბაქტერიების რეზისტენტობა.

ქრონიკულად – უნდა შეიზღუდოს გამღიზიანებლების მოქმედება,  არ უნდა გამოიყენებოდეს ის საშუალებები, რომლებიც კანს დამატებით აშრობენ, საპონი, შამპული და ა.შ.  უნდა იქნეს არიდებული შალის, მატყლის და სხვა უშეში მატერიების ტანსაცმელი. ბანაობა ორ ან სამ დღეში ერთხელ არის საკმარისი,  კანის ლუბრიკაცია, დატენიანება დღეში ორჯერ.

გამოყენებული უნდა იქნეს ლუბრიკანტებად ლოსიონები და კრემები.  Plain petrolatumწარმოადგენს მიღებულ ლუბრიკანტს.   თუმცა ზოგ შემთხვევაში ძალიან ცხელი ამინდების დროს იწვევს ოფლის გამოყოფის შეკავებას.  ცეტაფილის ლოსიონი ოთხჯერ ან ხუთჯერ დღის განმავლობაში იძლევა ძლიერ დადებით ეფექტს.  ოთახის დამატენიანებელი მოწყობილობები  ღამით დადებით შედეგს იძლევა.  ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება შეიძლება მხოლოდ საშუალო სიმძლავრემდე.  არასდროს არ შეიძლება ძლიერი და სუპერძლიერი პოტენციის კორტიკოსტეროიდების გამოყენება ატოპიური დერმატიტის დროს.  სუპერინფექციის დროს საჭიროა ანტიბიოტიკოტერაპია 10 -14 დღის განმავლობაში.  Tacrolimus და pimecrolimus   გამოიყენება ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საშუალო პოტენციის კორტიკოსტეროიდები არაეფექტურია.

ქრონიკული ატოპიური დერმატიტის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივია და წარუმატებლობა უმეტესად უკავშირდება პაციენტის არა დამყოლობას, ვინაიდან ქრონიკულად, მუდმივად  თანაბრი შემაღთებით მკურალობა ზოგჯერ ძნელია ადამიანებისთვის, მით უმეტეს მშობლებისთვის, იმედგამცრუებელი მოვლენაა, როდესაც მკურნალობის და მდგომარეობის გაუმჯობესების შემდგომ ისევ ვითარდება გამწვავების პერიოდები ამიტომ ასეთ შემთხვევებში, როგორც ექიმს, ასევე პაციენტებს დიდი მოთმინება მართებთ.

atopic_dermatitis_1_070703 afp20070215p523-f1

One Response to ატოპიური დერმატიტი

  1. [...] მკურნალობას წარმოადგენს: დამატენიანებელი ლოსიონები, კრემები,  ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები, ორალური ანტიჰისტამინურები. მკურნალობა წარმოადგენს იგივეს რაც არის ატოპიური დერმატიტის დროს.   [...]

Leave a Reply