ახალშობილის მოვლა

ახალშობილის მოვლა ძალიან მნიშნელოვანი და საინტერესო საკითხია.

დილის ტუალეტი

ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურებია ახალშობილისთვის რეკომენდებულია პირველივე დღიდან, რადგანაც ეს პროცედურები ხელს უწყობს ახალშობილის გარემოსთან ადაპტირების დაჩქარებას, უქმნის მას კომფროტის გრძობას და იცავს ინფექციებისგან.

ახალშობილის დიდლის ტუალეტი ტარდება პირველი, ან მეორე კვების შემდეგ: თვალის, ცხვირის, ყურების, ჭიპის ჭრილობის, კანის ბუნებრივი ნაკეცების გასუფთავება.

ნებისმიერ ქალს აქვს თავისი შვილის ჰიგიენური პროცედურების ინდივიდუალური გრაფიკი, ეს ასევ უნდა იყოს, მთავარია ყველამ გაითვალისწინოს ძირითადი პრინციპები.

დილის ტუალეტის დედამ წინ ყველა საჭირო ნივთი უნდა მოამზადოს წინაწარ, რათა შმედგომში ძენბის დროს არ დატოვის პატარა მარტო.

ჰიგიენური პროცედურისთვის საჭიროა:

  • ადუღებული წყალი;
  • სტერილური ბამბა;
  • ბრილიანტის მწვანეს 1%-იანი ხსნარი;
  • საბავშვო საპონი;
  • 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი;
  • საბავშვო სველი ხელსახოცები;
  • საბავშვო რძე, ან კრემი;
  • მშრალი ხელსაწმენდები, ან სახვევი.

პროცედურის წინ საწოლს უნდა გადაეფაროს სახვევი, მშრალი და ორივე მხარს დაუთავებული. თუკი ოთახში საკმარისად თბილა, ახალშობილს უნდა გახადონ, რადგან ჰაერის აბაზანები სასარგებლოა ჭიპის იარის გაშრობისა და შეხორცებისთვის. თუკი ოთახში არ თბილა ბავშვს უნდა გახადონ თანდათან, პროცედურების შესაბამისად.

თვალები

დილის ჰიგიენური პროცედურები იწყება თვალების დაბანით. ამისთვის საჭიროა ბამბის ტამპონის დასველება თბილი ანადუღარი წყლით, ან ოთახის ტემპერატურის ჩაის წვენით და თვალების გაწმენდა გარედან შიგნითა მიმართულებით (ყურიდან ცხვირისკენ). მეორე თვალისთვის მეორე ტამპონია საჭირო. თუკი ახალშობილის აქვს თვალიდან გამონადენი, ბაბმის ტამპონის დასველება უმჯობესია გვირილის ნახარშში, ფურაცილინის ხსნარში, ან ბორის მჟავის ხსნარში. აუცილებელია ასეთ დროს ექიმის კონსულტაცია და თვალიდან გამონადენის მიზეზის გარკვევა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

ცხვირი

false

ცხვირის წიაღები და ნესტოები პატარებს ზალინ ვიწრო აქვთ და მათშ შესაძლოა დაგროვდეს მტვრის უმცირესი ნაწილაკებიც კი. ახალშობილს არა აქვს ცემინების რეფლექსი, ამიტომაც სუნთქვის გაძნელება ახალშობილებშ ადვილად გამოიწვევა ცხვირის ღრუს დაბინძურებით, ეს კი ახალშობილს დისკომფორტს უქმნის. ცხვირის ღრუს გასასუფთავებლადად არსებობს სპეციალური ჩხირები, რომლებზეც დახვეულია ბამბა. ეს ჩხირები უნდა დასველდეს საბავშვო ზეთში, რაც დაარბილებს ცხვირში დაგროვილ ქერქებს, შემდეგ ჩხირების ტრიალის მოძრაობით ადვილად გამოსუფთავდება ცხვირის ღრუ.

ყური

ყურში სითხის მოხვდერის თავიდან ასაცილებლად, საბავშვო სველი ხელსახოცები უნდა გაიწროს და მაგით გაიწმინდოს ბავშვის ყურები. ყურს უკანე კანიც ფრთხილად და რეგულარულად უნდა გასუფთავდეს. არ შეიძლება ღრმად ყურების გაწმენდა, ახალშობილის გარეთა სასმენი არხი მოკლე და განიერია, ამიტომ დაფის აპკის დაზიანება ადვილია.

პირი

პირის ღრუ ჯანმრთელ ახალშობილში არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, თუმცა დიდის ტუალატის დროს აუცილებელია მისი პირის დათვალიერება. ცერა თითი მსუბუქად უნდა დაადოს დედამ ახალშობილს ნიკაპზე და ისიც გახსნის პირს. ლორწოვანი არის ნოტიო, ვარდისფერი და სუფთა. შედარებით ხშირი პრობლემა ახალშობილებში არის რძიანა, გამოწვეულია კანდიდას ჯგუფის სოკოებით. რძიანა იწვევს თეთრ ნადებს პირის ღრუში. ამ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

კანი

კანის საოფლე ჯირკვლები განვითარებული არ არის, კანი კი ნაზი და მგრძნობიარეა. აქედან გამომდინარე კანის მოვლა აუცილებლად გულმოდგინედ უნდა ხდებოდეს. განსაკუთრებული ყურედღება უნდა მიექცეს კანის ბუნებრივ ნაოჭებს. ეს არის კისრის ნაოჭი, იღლიის ფოსოები, საზარდულის ნაოჭები, შორისის მიდამო, ყურის უკან სივრცე, მუხლქვეშა და იდაყვის ნაკეცები, ხელისგულები, თითებს შორისი მიდამოები და დუნდულებს შორის სივრცე. თუკი დედამ აღმოაჩინა კანის სიწითლე, თავისი ძალებით არ უნდა ეცადოს ამ პრობლემის მოგვარებას, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

დილის ჰიგიენის ბოლოს ახალშობილს ლოყებსა და ზოგადად კანზე უსვამენ დამატენიანელ საბავშვო კრემს.

Leave a Reply