ახალშობილის ნერვული სისტემა

ნერვულის სისტემის ჩანასახები იდება ემბრიონული განვითარების მე-2-3 კვირაზე. ნერვული სისტემის ჩამოყალიბება გრძელდება მთელი მუცელშიდა განვითარების პერიოდში და დაბადების შემდგომ გარკვეულ პერიოდში.

ახალშობილს ფორმირებული აქვს თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროები, ძირითადი ღარები და დიდი ხვეულები, რომლებსაც მცირე სიღრმე და სიმაღლე აქვთ. თავის ტვინის საფეთქლის წილი დაბადების შემდეგ უკეთ არის განვითარებული, ვიდრე სხვა წილები. კეფის წილი შედარებით მცირე ზომისაა, მაგრამ შეიცავს მთელს ყველა წილსა და ხვეულს. ახალშობილებს სუსტად აქვთ განვითარებული თეთრი და რუხი ნივთიერება, ზოგიერთ უჯრედს ჯერაც შენარჩუნებული აქვს ემბრიონული ხასიათი. ნათხემის სუსტად არის განვითარებული. თავის ტვინის გვერდითი პარკუჭები შედარებიღ დიდი და გაჭიმულია. მაგარი გარსი სისქითა და ფართობით გაცილებით ნაკლებია ზრდასრულის მაგარ გარსთან შედარებით. ქსელისებრ გარსს აქვს ორი ფურცელი, რომელთა შორისაც არის სივრცე. სუბაქრაქნოიდული სივრცე შედარებით დიდია.

თავის ტვინის სისხლძარღვების ფორმირება ხდება მუცელშიდა განვითარების მე-3 თვეზე. შეუხორცებელი ნაკერების მიდამოში არსებულ მემბრანებთან არის მრავლობითი სისხლძარღვოვანი ანასტომოზებ, რომლებიც წარმოადგენენ ცერებრული ჰემოდინამიკის სარეზერვო შესაძლებლობებს. კოლატერალური სისხლმომარაგება უზრუნველყოფს ადგილობრივად სისხლმომარაგების დარღვევების კომპენსირებას.

ახალშობილის ზურგის ტვინს აქვს შედარებით დასრულებული შენება (ამ ასაკობრივ პერიოდში ცენტრალური ნერვული სისტემის შედარებით განვითარებული ნაწილია), ამიტომაც ფუნქციური კუთხით ის მზადაა. ახალშობილის ზურგის ტვინი შედარებით გრძელია, ვიდრე ზრდასრულის, ამიტომაც აღწევს წელის III მალის ქვედა კიდეს.

ვეგეტატიური ნერვული სისტემა არეგულირებს ორგანიზმში ყველა შინაგან პროცესს, უზრუნველყოფს ორგანიზმის ჰომეოსტაზს. ვეგატატიურ ნერვულ სისტემაში არჩევენ ცენტრალურ და პერიფერიულს, სიმპათიკურს და პარასიმპათიკურს. მედიატორი სიმპათიკურ ნერვულ სისტემაში არის ნოარედრენალინი, პარასიმპათიკურში – აცეტილქოლინი.

სიმპათიკურ ნაწილზე დამამუხრუჭებელ გავლენას ახდენს ერგოტამინი, პარასიმპათიკურზე – ატროპინი. ყველა ორგანო კონტროლდება როგორც სიმპათიკური, ასევე პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მიერ (გამონაკლისი ორგანოები არსებობს). ვეგეტატიური სისტემის ეს ორი ნაწილი ფუნქციონირებს მჭიდრო კავშირით. ვეგენატიტიური ნერვული ბოჭკოები ახალშობილებში არასაკმარისად მიელინიზებულია.

სიმპათიკური ტონუსის სიჭარბეს უწოდებენ სომპათიკოტონიას, პარასიმათიკურისას – ვაგიოტონიას. ახალშობილებში ფიზიოლოგიურად ითვლება სიმპათიკოტონია.

სიმპათიკოტონია ახალშობილებში გამოიხატება მომატებული აგზნებადობით, ჰიპერაქტიურობით. სიმპათიკოტონიის დროს აღინიშნება ტკივილის დაბალი ზღურბლი, ანუ ძალიან მგრძნობიარენი არიან ტკივილის მიმართ. მადა არის გაძლიერებული. კიდურების სილურჯე დამახასიათებელია სიმპათიკოტონიისთვის დამახასიათებელი სისხლძარღვების სპაზმის გამო. ამავე მიზეზით ახალშობილებს ხელები და ფეხები სულ ცივი აქვთ.

ახალშობილებისთვის დამახასიათებელია ატონიური შეკრულობები. ნაწლავების პერისტალტიკას განაპირობებს პარასიმათიკური ნერვული სისტემა განაპირობებს და ვინაიდან ამ ასაკში სიმპათიკური ნერვული სისტემის სიჭარბე აღენიშნებათ, პარასიმათიკუსის ტონუსი სუსტია.

Leave a Reply