ახალშობილის სიყვითლე

PRinc_photo_of_neonatal_jaundice

ახალშობილების 65 % უვითარდება ხილული სიყვითლე, მაგრამ ეს უმეტეს შემთხვევაში პათოლოგიაზე არ მიუთთებს. ახალშობილს აქვს ანტიოქსიდანტების ძლიერი დეფიციტი მაგ ვიტამინი E კატალაზა, დისმუტაზას სუპეროქსიდი, ბილირუბინი კი წარმოადგენს მძლავრ ანტრიოქსიდანტს, შესაბამისად ეს სიყვითლე შეიძლება ახალშობილის დფამცველობითი რეაქცია  იყოს ჟანგბადის ტოქსიორობისგან.  8-10 % უვითარდება ძლიერი სიყვითლე საერთ ბილირუბინი > 17 მგ/დლ.  1-2 % კი ძალიან მაღალი ბილირუბინის დონე აქვს > 20 მგ/დლ.  კიდევ უფრო იშვიათია სიცოცხლესთან შეუთავსებელი ბილირუბინის მომატება.  10 000 – ახალშობილში 1 ს აქვს >30 მგ/დლ-ზე.  ასეთმა მაღალმა დონემ შესაძლოა დააზიანოს ბაზალური განგლია და  ტვინის ღერო.

ბილირუბინით თავის ტვინის დაზიანებას კერნიქტერუსი ჰქვია.  ეს პრობლემა წარსულში უფრო აქტიურად იდგა რეზუს დაავადებების გამო.  ფოტოთერაპია, ტრანსფუზია გამოიყენება სამკურნალოდ და ბილირუბინის 20 მგ/დლ დონეზე დაბლა შესანარჩუნებლად.

false

ბილირუბინი არის ჰემის (რკინის პროტოპორფირინი) დაშლის შედეგი  რეტიკულოენდოთელიალურ სისტემაში და ძვლის ტვინში.  ჰემი, ჰემის ოქსიგენაზას მეშვეობით იშლება რკინად (რომელიც ინახება), ნახშორორჟანგად(რომელიც ამოისუნთქება) და ბილივერდინად, რომელიც გარდაიქმნება ბილირუბინად ბილირუბინ რედუქტაზას მეშვეობით.  ეს შეუკავშირებელი ბილირუბინი ალბუმინების მეშვეობით (სატრანსპორტო ცილები)  მიიტანება ღვიძლლამდე. ღვიძლში ბილირუბინს უკავშირდება ორი მოლეკულა გლუკორონი(ერთ მოლეკულა ბილირუბინს). ასე შეუკავშირებელი ბილირუბინი გარდაიქმნება შეკავშირებულ ბილირუბინად.  შეკავშირებული ბილირუბინი გამოიყოფა ნაწლავებში ნაღველის სახით.  ნორმალური ფლორის თანაობისას ბილირუბინი გარდაიქმნება სტერკობილინად და გამოიყოფა გარეთ განავალთან ერთად.   ახალშობილში ნორმალური ფლორის განუვითარებლობის გამო შეუკავშირებელი ბილირუბინის სახით შეიწოვება ბილირუბინის ნაწილი და ასე ხვდება ნაწლავები -ღვიძლის ცირკულაციაში დამატებით ბილირუბინი.

ფიზიოლოგიური სიყვითლე ხასიათდება:

  • სიყვითლე ჩნდება 24 სტ-ის შემდგომ (დაბადებიდან)
  • საერთო ბილირუბინი < 5 მგ/დლ-ზე.
  • პიკური ბილირუბინის დონე 15 (258)  მგ/დლ-მდეა  მესამე მეხუთე დღეს.
  • სიყვითლე გადის ერთ კვირაში, თუ ნაყოფი ნაადრევად არის დაბადებული (37  კვირამდე) მაშინ 2 კვირაში.

ფიზიოლოგიური სიყვითლის გამომწვევი ფაქტორებია: ურიდინ დიფოსფატ გლუორონილტრანსფერაზას მცირე ოდენობა,  სისხლის წითელი უჯრედების შედარებით დიდი ოდენობა, ნაწლავებში ნორმალური ფლორის არარსებობა,  ნაწლავების სუსტი პერისტალტიკა. სიყვითლეს აქვს სხვა მრავალი მიზეზი, რომელიც  არ არის  ფიზიოლოგიური და პათოლოგიურ მდგომარეობაზე მიუთითებს.

Leave a Reply