ბავშვის ტირილი

მათთვის, ვისაც ჰყავს ოჯახში ბავშვი, ტირილი არ არის უცხო. ბავშის ტირილის იგნორირება დაუშვებელია, მაგრამ არც პანიკაში ჩავარდნაა მიზაშეწონილი. ბავშვის ტირილის დროს არსებობს გარკვეული ალგორითმი:

  1. ხელში აყვანა და გულში ჩაკვრა;
  2. თუკი ბავშვი აგრძელებს ტირილს, უნდა მიეწოდოს საკვები (დედის ძუძუ, ან საწოვარა);
  3. თუ არც ამან დააწყნარა პატარა, უკვე იწყება მიზეზის ძებნა.

ქვემოთ ჩამოთვლილია ბავშვის ტირილის მიზეზები:

  • ბავშვს უნდა ჭამა – მშიერი პატარა ტირის გაბრაზებულად და მოთხოვნით, მით უმეტეს, თუკი დედიკოს აგვიანდება საკვების მიწოდება;
  • ბავშვური მოულოდნელობები – სველი საფენები, სავსე პამპერსი, გამწვარი კანი და საფენების დერმატიტი;
  • ბავშვს სცხელა, ან სცივა – ოთახის ტემპერატურა თუკი ნორმაზე დაბალი, ან მაღალია, ბავშვში ეს იწვევს პროტესტის გრძნობას და იწყებს ტირილს, რომ მშობელს გააგებინოს;
  • ბავშვს უნდა ძილი – თუკი ბავშვს უნდა ძილი, ის ტირის, იქნევს ხელ-ფეხს და ამთქნარებს;
  • მჭიდროდ შეხვევა და მოუხერხებელი ტანსაცმელი – მოუხერხებლად ვიწრო ტანსაცმელი და საფენების მჭიდროდ შეხვევა იწვევს ბავშვში პროტესტს და ტირილს, თუკი მის წუწუნს და შეწუხებულ ხმებს დედა არ მიაქცევს ყურადღებას, მალე ბავშვი დაიწყებს “ყვირილს” და მთელს ხმაზე ტირილს;
  • მუცლის ტკივილი – დაბადებიდან პირველი 3-6 თვე ბავშვის ტირილის მიზეზებს შორის დომინირებს მუცლის ტკივილი. ამ დროს ტირილი არის გაღიზიანებული და მოიცავს ტანჯვის ელემენტებს. გაუჩერებელი ტირილი დროდადრო ძლიერდება და ხდება მეტად მკვეთრი, ამ დროს ტკივილი ძლიერდება;
  • ყურის ტკივილი – ყურის ტკივილი ბავშვებში ძალიან ხშირია, რადგან ევსტაქტის მილი ძალიან მოკლე და სწორხაზოვანია, ინფექციის გავრცელება ცხვირიდან ყურში ძალიან ხშირია და შესაბამისად, ტირილის მიზეზი ყურის ტკივილი ხშირად არის;
  • კონტაქტი დედასთან – ახალშობილისთვის აუცილებელია დედასთან კონტაქტი, მისი ხელების შეხება, დედის გულისცემის შეგრძნება;
  • ბავშვის მოუსვენრობა – ახალშობილი აფორიაქებული, დაღლილი და გაღიზიანებულია. შესაძლოა დაირღვა დღის განრიგი, ბავშვმა ვერ გამოიძინა ან გადაიტვირთა ემოციურად;
  • მოწყენილობა – ბავშვს არ ჰყოფნის ყურადღება. ყველაზე ლამაზი და დაყვარელი სათამაშოებიც კი ვერ შეცვლიან ადამიანების ყურადღებას და სითბოს;
  • შიში – ნებისმიერი მკვეთრი, უსიამოვნო და მოულოდნელი ხმაური, უცხო ადამიანი და ახალი სათამაშო შესაძლოა გახდეს ბავშვის შეშინების საბაბი;
  • ზრდასრულები – ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა ზრდასრუელის მიმართ, გრძნობს მათ განწყობას და მდგომარეობას, მით უმეტეს, თუკი ეს ეხება დედიკოს. ამიტომაც თუკი ოჯახში ხდება რაიმე ცუდი და არის დაძაბულობა, ბავშვის ტირილის მიზეზი სწორედ ეს არის.

Leave a Reply