ბაქტერიული ინფექციები კანზე

იმპეტიგო

იმპეტიგო

იმპეტიგო

წარმოადგენს კანის ინფექციას, რომლის დროსაც კანის დაზიანება, ეროზიები დაფარულია თაფლისფერი ქერქით.  იმპეტიგოს გამომწვევია სტაფილოკოკი (ა ჯგუფის).  ეს ბაქტერიები ზოგადადაც მნიშვნელოვან პათოგენებს წარმოადგენენ.  ჰისტოლოგიურად ხდება კანის  ზედაპირში ბაქტერიების ინვაზია, ზედა ეპიდერმისში და ფორმირდება სუბკორნეალური (სუბ რქოვანა შრის) პუსტულები.  იმპეტიგოს მკურნალობა ხდება ოქროსფერი სტაფილოკოკის საწინააღმდეგო ანტიმიკრობული საშუალოებებით – ბეტა-ლაქტამაზა რეზისტენტული პენიცილინებით, ცეფალოსპორინებით, კლინდამიცინი, ამოქსაცილინ -კლავულანატი. 7-10 დღის განმავლობაში.  ტოპიკურად შესაძლებელია მუპიროკინის და ფუსიდის მჟავის გამოყენება, დღეში სამჯერ.

ბულოზური ინმპეტიგო

ბულოზური ინმპეტიგო

ბულოზური იმპეტიგო- რეალურად ყველა იმფეტიგო შეიცავს ბუშტუკებს და ბუშტებს, თუმცა ბულოზური იმპერიგოს შემთხვევაში კანზე ხილულად ჩანს თაფლის ფერი ქერქების კიდეებთან ბუშტები (სითხით სავსე შემოსაზღვრული უბანი). შესაძლებელია ბულოზურ იმეტიგოს დაერთოს სუპერინფექცია ვარიცელათი, ასეთ მდგომარეობას ბულოზურ ვარიცელას უწოდებენ.

მკურნალობა იგივეა რაც ჩვეულებრივი იმპეტიგოს დროს 7-10 დღის განმავლობაში.  სიმპტომური მკურნალობისთვის ცივი კომპრესები ასევე დადებით შედეგს იძლევა ქერქების ადგილზე.

sn7_ecthyma

ექთიმა

წყლულოვანი პიოდერმა (ექთმა) - მშრალი მაგარი ქერქები, რომელიც გარშემორტყმულია ერითრემატოზური უბნებით, რომელიც გამოყოფს ჩირქოვან ექსუდატს.  ამ დროს ბაქტერიების ინვაზია ხდება უფრო ღრმად დერმისში, ამიტომ ზოგჯერ ღრმა იმპეტიგოსაც უწოდებენ.   მას იწვევს ფსევდომონა, სტერპტოკოკუს პიოგენე(ჩირქმბადი სტრეპტოკოკი), ოქროსფერი სტაფილოკოკი.  შეიძლება გამოიწვიოს ლიმფადენოპათა, ლიმფანგიტი, ცელულიტი. მისი მკურნალობა შესაძლებელია ნაწიბურის წარმოქმნის გარეშე.  მკურნალობას წარმოადგენს სისტემურიპ ენიცილინი.

 

ცელულიტი

ცელულიტი

ცელულიტი (ცელულიტს ზოგჯერ ეძახიან ფორთოხლისებრ კანს, ძირითადად ვითარდება ქალებში, აქ ამაზე არაა საუბარი)  -  გამოიხატება ერითრემატოზული, ცხელი მტკივნეული, შეშუპებით ფოლაქებით კანზე. მას თან ახალავს ლიმფადენოპათია.  წარმოდგენს ლოკალურ ან დიფუზურ შემაერთებელ ქსოვილოვან ანთებას.  ანთება ხდება დერმაში და  კანქვეშა შრეში. ვინაიდან ინფექციის ინვაზია ღრმად ხდება ხშირად იწვევს ლიმფური სადინრების დახშობას. ცელულიტს იწვევს:  ა ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი,   კოაგულაზა პოზიტიური სტაფილოკოკი, პნევმოკოკი (სტრეპტოკოკია ესიც), ჰემოფილუს ინფლუენსა.

მკურნალობას წარმოადგენს გამომწვევის შესაბამისი სისტემური ანტიბიოტიკები.

ფოლიკულიტი

ფოლიკულიტი

ფოლიკულიტი – ფოლიკულების ანთება კანზე,  შეიძლება იყოს ცხიმოვანი ფოლიკულების (ჯირკვლების), ან საოფლე ჯირკვლების ანთება (პორიტი),  ძირითადად გამომწვევებს წარმოადგენენ: სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი.

მკურნალობა-  ფოლიკულური ობსტრუქხიის მოსახსნელად 24 საათიანი გრილი სხველი კომპრესები,  კერატოლიტიკები, იგივე რაც აკნეს დროს გამოიყენება.

აბსცესი

აბსცესი

აბსცესები – ვითარდება კანში ღრმად. ფოლიკულის ძირში, ან აპოკრინული ჯირკვლის ფუძეში. წარმოაფგენს ერითრემატოზურ მაგარ, მტკივნეულ კვანძს.  მისი საზღვრები კარგად არ არის გამოკვეთილი.  პათოგენს ძირითადად წარმოადგენს სტაფილოკოკი.

მკურნალობა – საჭიროა აბსცესის  გაჩხვლეტა (ინციზია) და დრენირება, პარალელურად სისტემური ანტიბიოტიკების გამოყენება.

აქერცლილი კანის სინდრომი

აქერცლილი კანის სინდრომი

აქერცლილი კანის სინდრომი -  ვითარდება პირის გარშემო, თვალების გარშემო, იღლიებში, კისერში და ისეთ ადგილებში სადაც კანის ბუნებრივი ნაკეცები არსებობს.  კანი იქერცლება, არის ღია მოწითალო შედერილობის, მტკივნეული, მდგომარეობა ვითარდება ერთბაშად.   ამ მდგომარეობას იწვევს ტოქსინი ექსფოლიატინი, რომელსაც გამოყოფს  მეორე ჯგუფის სტაფილოკოკის ფაგი.   ექსფოლიატინი უკავშირდება დესმოგლეინ 1-ს რაც იწვევს კანის განშერევებას,

მკურნალობა – ანტისტაფილოკოკური სისტემური ანტიბიოტიკები.

Leave a Reply