გამოკვლევები ორსულობის დროს

ორსულობის დადგენის მომენტიდან (ტესტი, სისხლის ამალიზი) ყოველ 4-6 კვირაში ერთხელ, დარღვევების არსებობისას 2 კვირაში ერთხელ.

  1. ულტრაბგერა. საშვილოსნოსმიერი ორსულობის კონტროლი. ნაყოფის განვითარების კონტროლი, ასაკთან შესაბამისობა, განვითარების ანომალიების გამორიცხვა, პლაცენტური უკმარისობის დრიული აღმოჩენა. მავნებელი არ არის;
  2. სისხლის საერთო კლინიკური ანალიზი;
  3. შარდის საერთო ანალიზი;
  4. 3 ჭიქის ცდა, თუკი შარდის ანალიზში არის ცვლილებები;
  5. კოაგულოგრამა;
  6. მგლურას ანტიკოაგულანტი, ფოსფოლიპიდებისადმი ანტისხეულები და ქორიონული გონადოტრიპინი;
  7. წითურას, ტოქსოპლაზმოზის, ჰეროპესისა და ციტომეგალოვირუსის მიმართ ანტისხეულები;
  8. რეზუს-ანტისხეულები და ჯგუფობრივი ანტისხეულები შეუთავსებლობის შემთხვევაში;
  9. დღე-ღამური შარდი 17-კეტოსტეროიდებზე;
  10.  ანალიზები ინფექციებზე – ნაცხი და ჯაჭვურ-პოლიმერაზული რეაქცია;
  11.  თირეოტროპული ჰორმონი, Т4 და ანტი TPO (ანტისხეულები თირეოიდული პეროქსიდაზის მიმართ).

15-16-ე კვირაზე დამატებით ტარდება:

  1. ზოგიერთი მანკებისა და პლაცენტური უკმარისობის მარკერები: ალფა-ფეტოპროტეინი, თავისუფალი ესტრადიოლი, ბეტა-ქორიონული გონადოტრიპინი და 17-ოქსიპროგესტერონი;
  2. ვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევა.

მეორე და მესამე ტრიმესტრში:

პლაცენტური უკმარისობის არსებობის, ნაყოფის მუცელშიდა განვითარების შეფერხების დროს ჩვენებით ტარდება დოპლეროგრაფია.

33-ე კვირიდან:

კარდიოტოკოგრაფია – ნაყოფის მდგომარეობის კონტროლი. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომელიც მხოლოდ ნაყოფის მდგომარეობას ადგენს და არა დედისას.

Leave a Reply