გამონაყარი კანზე ბავშვებში

doctor_child_530 (1)

კანზე გამონაყარი ბავშვებში ხშირია, ის შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მიზეზებმა: მწერების ნაკბენმა, ალერგიულმა რეაქციებმა,  სხვადასხვა დაავადებებმა, ვირუსებმა და სხვა ინფექციებმა. გამონაყრის არსებობის დროს პირველ რიგში უნდა შემოწმდეს და დათვალიერდეს კანი და დადგინდეს დაზიანების ტიპი და ფორმა.

კანის გასინჯვის დროს  უნდა შემოწმდეს კანი სრულიად  კარგი განათების პირობებში. კანის გასინჯვის დროს მნიშვნელოვანია მისი პალპაცია.   კანის დაავადბები ძირითადად ვლინდება  გამონაყარით არსებობს გამონაყარის და კანის დაზიანების სხვადასხვა ფორმები:

კანის პირველადი ცვლილებები:

Maculeმაკულა  (Macule)-  ლაქა,  კანის ზედაპირის და ფერის ცვლილება, კანის ამობურცვის ან ჩაზნექის გარეშე.  მაკულა პალპაციით არ შეიგრძნობა,

სხვადასხვა ზომისაა, უმეტესად  სანტიმეტრზე ნაკლები დიამეტრისაა. მაკულა შეიძლება იყოს თეთრი (ვიტილიგო), ყავისფერი(café-au-lait spot), მეწამულის ფერი (პეტექია).

06m

  •   პაპულა (Papule)ზედაპირიდან ამოწეული არეა, რომელიც დიამეტრით 1 სანტიმეტრზე ნაკლებია.  შეიძლება იყოს მკვეთრი ფორმებით,  ბრტყელი ან მკვეთრი ფორმებით.  პაპულის მაგალითებია: აკნე, მეჭეჭები, ფსორიაზის, ფსორიაზის მცირე დაზიანებები.  პაპულას თავი, ანუ უწვრილესი ნაწილი 5 მილიმეტრზე ნაკლები აქვს, ხოლო უმსხვილესი ფუძე 10 მმ.
  • ფოლაქი (Plaque)- სოლიდური შემოსაზღვრული არეა, რომლის დიამეტრი 1 სანტიმეტრზე მეტია.  მისი მაგალითა ფსორიაზი.

    ფოლაქი

    ფოლაქი

  • ვეზიკულა (Vesicle)- ბუშტუკი -  შემოსაზღვრული ამოწეული არეა, რომლის დიამეტრი 1 სანტიმეტრზე ნაკლებია, შეიცავს სეროზულ სითხეს. მისი მაგალითია: მარტივი  ჰერპესის გამონაყარი.

    ვეზიკულები ჰერპესის დროსfalse

    ვეზიკულები ჰერპესის დროს

  • ბულა -  (Bulla) ბუშტუკი, რომელიც 1 სანტიმეტრზე მეტია.  მაგ. ბულოზური იმპეტიგო.

    პატარა -  ვეზიკულები და დიდი -ბულა

    პატარა – ვეზიკულები და დიდი -ბულა

  • პუსტულა (Pustule) – ვეზიკულა რომელიც შეიცავს ექსუდატს, ანუ ჩირქს. მაგ. აკნე, ფოლიკულიტი.

    პუსტულა

    პუსტულა

  • კვანძი – (Nodule)  ღრმად არსებული მასა, რომელიც ამოწეულია კანიდან.  მაგ. სიმსივნე, გრანულომა,  პალპაციის დროს კანზე მოძრაობს, ან კანი მოძრაობს მის ზევით, გააჩნია კვანძის მდებარეობას.  eic_1_010422
  • ალერგიული გამონაყარი/ნასუსხი  (Wheal) – რომელიც კანში შეშუპებით და ანთებითი რეაქციების შედეგია.urt_-_wheal_and_flare_768_701_http-www.pcds.org.ukeeassetsimgwatermark.gif_0_0_80_r_b_-5_-5_

მეორადი ცვლილებები:

  • ქერცლი (Scales)-   მშრალი თხელი ეპიდერმული უჯრედების თხელი ფენა. მაგალითები: ფსორიაზი, იქთიოზი.5603511f1
  • ლიქენიფიკაცია (Lichenification) – კანის ინდურაცია (გამაგრება) ქრონიკული ხახუნის შედეგად. მაგ. ატოპიური დერმატიტი. Atopic-dermatitis
  • ეროზია და ოოზია (Erosion and oozing) -  ტენიანი შემოსაზღვრული დეპრესირებული არეა. მაგ. დამწვრობის, იმპეტიგოს შედეგად.  ორალური ბუშტუკები, ბლისტერების ძირითადად წარმოჩინდება, როგორც ეროზიები. erosion_1
  • ქერქი (Crusts)-  მშრალი ექსუდატი ან პლაზმა კანზე.  მაგ. იმპეტიგო, კონტაქტური დერმატიტი.                                   crust3
  • ნაპრალი (Fissures) – კანის ხაზოვანი გაყოფა დერმამდე, ეპიდერმისის გავლით.
  •  images (4)
  • ნაწიბური, იარა  (Scars) ამობერილი, ბრტყელი ან ჩაზნექილი ფიბროზული უბანი, რომელიც წარმოიქმნება დერმისის და კანქვეშა ქსოვილის მაგივრად.   მაგ. აკნეს ნაწიბური, დამწვრობის ნაწიბური.   Hypertrophic-Scar-pictures
  • ატროფია (Atrophy) კანის შრეების გათხელების შედეგად დეპრესირებული უბანი.  მაგ. სკლეროზული  ლიქენი 

 

ნებისმიერი დაზიანება კანზე შეესაბამება ჩამოთვლილ პირველად და მეორად ცვლილებებს. ისინი შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ფერის:  წითელი, ყავისფერი, ცისფერი, მონაცრისფრო.

გამონაყარი შეიძლება იყოს ერთეული ან გენერალიზებული მთელს სხეულზე. შეიძლება წარმოდგენილი იყოს: ხელებზე, ფეხებზე, დუნდულოებზე სახეზე და სხეულის სხვადასხვა რეგიონებში.

Leave a Reply