გაციება

Sick child wiping his nose

გაციებამწვავე ვირუსული რინიტი – წარმოადგენს ზედა სასუნთქი გზების ინფექციას,  წარმოადგენს ყველაზე ხშირ პედიატრიულ დაავადებას, ყველაზე ხშირად ვითარდება ბავშვებში, ვიდრე სხვა ნებისმიერ ასაკში.  5 წლამდე ბავშვები წლის განმავლობაში დაახლოებით 6-12 ჯერ ცივდებიან.  ამ გაციებების 30-40 %  წარმოადგენს რინოვირუსებით გამოწვეულ ინფექციებს.  სხვა გამომწვევებს წარმოადგენენ: ადენოვირუსები, კორონავირუსები, ენტეროვირუსები, ინფლუენზა, პარაინფლუენზა ვირუსები, ასევე რესპირატორული სინციტიური ვირუსი.

სიმპტომები და ნიშნები

გაციება იწყება უეცრად, გამჭვირვალე  მუკოიდური (ლორწოვანი) გამონადენით ცხვირიდან (რინორეა) ცხვირის დახშობით (ნაზალური კონგესცია), ცემინება, ყელის ტკივილი.  შეიძლება შემდგომში განვითარდეს ხველა და ცხელება.  რაც უფრო დიდია ბავშვი, მით ნაკლებია ცხელების განვითარების ალბათობა.  გაციებით გამოწვეული სიცხე  5-6 წლამდე ბავშვებში შეიძლება 40,5 გრადუს ცელსიუსიც კი იყოს სუპერინფექციის გარეშე.   გაციების დროს გამოხატულია ყელის, ცხვირის ღრუს ანთების ნიშნები, შეშუპება, ტკივილი, სიწითლე.  სიმპტომები დაახლოებით ერთ კვირის განმავლობაში გრძელდება.  ცხვირიდან გამონადენი 2 დღეში უფრო სქელდება და ჩირქოვანი ხდება, ვინაიდან ხდება ცხვირის ეპითელური ქსოვილის აფცქვნა, ასევე ნეიტროფილებით ინფილტრაცია.  ცხვირიდან გამონადენის ფერის ცვლილება არ ნიშნავს რომ ინფექცია გამოწვეულია ბაქტერიებისგან და არ შეიძლება მდგომარეობა მხოლოდ ამის გამო შეფასდეს ბაქტერიულ რინოსინუსიტად თუ მდგომარეობა 10-14 დღეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში გრძელდება.  ამ დღეების განმავლობაში ბავშვის მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს საგრძნობლად.

მკურნალობა

გაციების მკურნალობა სიმპტომურია. ტკივილის და ცხელების დროს გამოიყენება აცეტამინოფენი ან იბუპროფენი.   ცხვირის ჩაკეტვის (დახშობის) და გამონადენის შემთხვევაში  ცხვირის წვეთები,  პატარა ბავშვებში  ვისაც არ შეუძლია ცხვირიდან გამონადენის თვითონ გამოდევნა , გამოიყენება სპევიალური  გამოსაწოვი საშუალებები. სიმპტომები ასევე შეიძლება გააუმჯობესონ ადგილობრივმა დეკონგენსანტებმა მაგ. ოქსიმეტაზოლინი, თუმცა მისი გამოყენება არ შეიძლება სამ დღეზე მეტი დროის განმავლობაში ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს  ქიმიური რინიტი ან  მოხსინის შემდგომ მძიმე კონგესცია, დამოკიდებულების მსგავსი მოვლენა.   სპეციალური ორთქლის მოწყობილობები (cool mist vaporizer, humidifier) შეიძლება იყოს დამხმარე საშუალება ხველის მოსახსნელად. ასეთ შემთხვევაში წყალს უნდა დაემატოს ანტიმიკრობული ხსნარი და გაწმენდილ იქნეს  ყოველ 3 დღეში.

სხვა სპეციფიური მკურნალობა ბავშვებს შორის (არც დიდებში) არ არსებობს და ხველის და გაციების წამლები  ბავშვებში ნაკლებეფექტურია.  ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს სხვა სერიოზულ გვერდით ეფექტებთან.  ანტიჰისტამინურების ეფექტურობა არ არის დადგენილი. ვინაიდან რინოვირუსული ინფექციების დროს ჰისტამინის მომატება არ არის  დადგენილი.  ასევე ნაკლებეფექტურია ანტიბიოტიკების გამოყენება.

თუ ინფექცია 10-14 დღეზე მეტ ხანს გრძელდება მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე მაშინ ეჭვი უნდა იქნეს მიტანილი  ბაქტერიულ სინუსიტზე, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც  სინუსიტის ადგილობრივი ნიშნები გამოხატულია  სინუსების მიდამოში მტკივნეულობა, პერიორბიტალური ედემა,  ძლიერი თავის ტკივილი.