ვირუსული კერატიტი

images

ვირუსული კერატიტი წარმოადგენს რქოვანის ანთებას, რომელიც გამოწვეულია ვირუსებით. მისი ძირითადი გამომწვევებია: ჰერპეს სიმპლექს ვირუსი(მარტივი ჰერპესი), ჰერპეს ზოსტერი(სარტყლისებრი ზოსტერი), ადენოვირუსები.  ინფიცირების შედეგად ხდება რქოვანის მთლიანობის დარღვევა, უჯრედების დაზიანება. ეპითელური ქსოვილის ფრაგმენტაცია. მარტივი ჰერპესით ინფექციის ქრონიკულმა (რეკურენტულმა ) ფორმამ შეიძლება მძიმე  მიმდინარეობა მიიღოს და სიბრმავეც კი გამოიწვიოს.

კლინიკურ ნიშნებს და სიმპტომებს წარმოადგენს:  მტკივნეული წითელი თვალები, ფოტოფობია, მხედველობის გაუარესება, შეიძლება თან ახლდეს ტემპერატურის მატება და დაღლილობა, სისუსტე, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები.

დიაგნოზისთვის გამოიყენება რქოვანის ფლუროსცენტული საღებავით შეღებვა, რომელიც აჩვენებს (იღებება) რქოვანის მთლიანობის დარღვევას ლურჯი განათების ფონზე. ასევე შეიძლება გამოხატული იყოს ფოტოფობია, მხედველობის გაუარესება, კონუქტივიტი.

მკურნალობა – გამოიყენება ანტივირუსული ადგილობრივი (ტოპიკური) მედიკამენტები.  მაგ. ტრიფლურიდინი, ვიდარაბინი  მარტივი ჰერპესის შემთხვევაში.  ზოგ შემთხვევაში პარალელურად გამოიყენება  კორტიკოსტეროიდები, თუმცა მისი მიღება ოფთალმოლოგის ზედამხედველობის გარეშე არ შეიძლება, ვინაიდან შეიძლება პირიქით გააუარესოს მდგომარეობა.

ორალური აციკლოვირი გამოიყენება პირველი 5 დღის განმავლობაში, ანუ ადრეულ ეტაპზე. ჰერპეს ზოსტერის მკურნალობის დროს.

რაც შეეხება ადენოვირუსებით გამოწვეულ კერატიტის. მისი ცნობა ძირითადად ხდება კლინიკური მიმდინარეობით. ჯერ იწყება კონუქტივიტით და ერთ-ორ კვირაში შეიძლება განვითარდეს კერატიტიც. მისი მკურნალობა საჭირო არ არის, ვინაიდან თვით ამოწურვად დაავადებას წარმოადგენს.