თვალები – ნიშნები და სიმპტომები

riley_squinting_nose

თვალი და მხედველობა ბავშვებში ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდიდან მოყოლებული  სკოლამდელ ასკამდე, შესაბამისად  ბავშვებში რაც უფრო ადრე მოხდება თვალების პათოლოგიის, ან მხედველობის პრობლემების აღმოჩენა და მკურნალობა, მით უფრო ეფექტური და კეთილსაიმედოა  დაავადების შესაძლო გამოსავალი. დიდი მნიშვნელობა აქვს ოფთალმოლოგიური პათლოგიების ადრეულ აღმოჩენას. არსებობს ხუთი ძირითადი ნიშანი (განხილულია ქვევით), რომელიც მიუთითებს რაიმე პათლოგიურ მდგომარეობაზე და გავრცელებულია,  არსებობს მეექვსეც, რომელიც იშვიათა, მაგრამ თუ არის, როგორც წესი მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემაზე მიუთითებს, მას ლეიკოკორია ჰქვია და გამოიხატება თეთრი გუგით, ანუ ბავშვის  თვალის გუგა შეიძლება იყოს თეთრი, ღია ფერის  მუქის ნაცვლად.   ფოტოგრაფირების შედეგად ლეიკოკორიამ შეიძლება წითელი ეფექტის ნაცვლად გამოიწვიოს თეთრი ნათება.

230px-Rb_whiteeye

ლეიკოკორია- თეთრი გუგა

ძირითადი ნიშნები და სიმპტომები

1)      სიწითლე – კონუქტივაზე შეიძლება გამოხატული იყოს სიწითლე,  რაც გამოწვეულია ღრმა და ზედაპირული სისხლძარღვების გამოკვეთით ან ჰემატომით. სიწითლე შეიძლება იყოს ლოკალური, ან დიუფზური, ცალ მხარეს, ან ბილატერალურად.  მისი ძირითადი გამომწვევებია: უცხო სხეულის მოხვედრა, ინფექციები, ალერგია,  შეიძელბა გამოეწვეული იყოს  სისტემური პათლოგიებით , როგორიცაა სტივენ ჯონსონის სინდრომი,  კავაზაკის დაავადება.  სისხლჩაქცევები შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით, ან სპონტანურად. სისხლჩაქცევას კონუქტივის ქვეშ შეიძება ჰქონდეს სხვა სერიოზული გამომწვევი მიზეზებიც.

2)      ცრემლდენა – ახალშობილებში შეიძლება გამოწვული იყოს ნაზოლაკრიმალური ობსტრაქციით, ანუ წესით თვალსა და ცხვირს შორის დამაკავშირებელი არხი, რომლითაც ნორმაში ცრელი ჩაედინება  დახშულია.  შეიძლება გამოწვეული იყოს უფრო სერიოზული მიზეზით გლაუკომით. ასევე ცრემლდენის მიზეზებია: ანთება, ალერგიული რეაქციებმი, ვირუსილი ინფექციბემი, რქოვანის  გაღიზიანება.

3)      გამონადენი – შეიძლება იყოს მოყვითალო, ჩირქიანი, რომელიც უმეტესად ასოცირებულია ბაქტერიულ კონუქტივიტთან.  წყლოვანი თხელი გამონადენი უფრო მეტად ასოცირებულია  ვირუსულ ინფექციასთან, უცხო სხეულის მოხვედრასთან, ნაზოლაკრიმალურ ობსტრუქციასთან.   მუკოიდური (ლორწოსებრი) გამონადენი შეიძლება სახასიათო იყოს ალერგიული რეაქციებისთვის, ძირითადად ეოზინოფილების არსებობის გამო.

4)      ტკივილი და უცხო  სხეულის შეგრძნება -  შეიძლება გამოწვეული იყოს უცხო სხეულის მოხვედრით, რქოვანის აბრაზიით,  ლაცერაციით, ინფექციით, გაღიზიანებით. ასეთი შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომამაც(დახურული კუთხით) .   ლინზების გამოყენებამ.

5)      ფოტოფობია – შეიძლება ახასიათებდეს რქოვანის გაღიზიანებას, ინფექციას, აბრაზიას,  უცხო სხეულს, ირტიტს (ფერადი გარსის ანთება),  თუ ბავშვი სინათლეში ერთ თვალს გამოკვეთილად მოჭუტავს, შეიძლება ინტერმიტენტული სიელმე იყოს გამოხატული (ექსტროპია, სტრაბიზმი).  ფოტოფობია გამოხატულია ასევე: გლაუკომის, ალბინიზმის, ბადურის დისტროფიის და სხვა დაავადებების დროს.  ფოტოფობია შეიძება ახასიათებდეს სხვა ნევროლოგიურ პათლოგიებსაც. მაგ. შაკიკი, მენინგიტი, რეტრობულბური ობტიკური ნევრიტი და სხვა.