მე – 4 თვე

4 თვის ნაყოფი

ორსულობის მეოთხე თვე, მეორე ტრიმესტრის დასაწყისი, ორსულობის მომდევნო სამი თვე საუკეთესოა დედის მდგომარეობის მხრივ, ამ პერიოდში ხდება ახალი ენერგიის, ახალი ძალების მიღება და კარგად ყოფნის შეგრძნების  გაძლიერება, ასე რომ კეთლი ოყოს თქვენი გადაბრძანება ორსულობის მეოთხე თვეში : ).

თქვენი პატარა

13 კვირა – ნაყოფი იზრდება სწრფად,  ვითარდება კიდურების სახსრები, მუხლები,  სხვა სახსრები.  თუმცა პატარას თავი გაცილებით დიდია ვიდრე მისი სხეული, ამის მიზეზი ისაა, რომ ნერვული სისტემის განვითარება (თავის ტვინის) უპირველესი მნიშვნელობისაა ვიდრე სხეულის კიდურები და დანარჩენი ნაწილები, შესაბამისად თავი ვითარდება მეტად,  ვიდრე სხეული, ვინაიდან დედის მუცელში შეზღუდული ფართობია პატარასთვის.

14 კვირა -  თქვენს პატარას  მეტად უვითარდება  ყურები, და სხვა მგრძნობელობის ორგანოების. თითებს უკვე ანაბეჭდებიც კი აქვს,  კისერი გრძელდება უფრო მეტად, სახის ნაკვთები ხდება მეტად გამოკვეთილი. ნაყოფი უკევე რეაგირებს გარეგან სტიმულებზე, იწყებს შესამჩნევ მოძრაობას. ამ ეტაპზე დედამ შეიძლება შეიგრძნოს ბავშვის მუცელში მოძრაობა.

15 კვირა -  თმები და წარბები იწყებს ზრდას, ამ დროისთვის ახალშობილის შხეული დაფარულია ძალიან თხელი თმით  – ლანუგოთი, რომელიც როგორც წესი დაბადებასთან ერთად ქრება.   ნაყოფის ძვლები იზრდება და მაგრდება, მას უკვე აქვს რაღაც რეფლექსები მაგ. პირში ცერა თითს ჩადება და წოვა.

16 კვირა -  ამ დროისთვის შესაძლებელია ნაყოფის გულის ცემის მოსმენა დოპლერის გარეშეც,  პატარა აქტიურია და ხშირად ამოძრავებს ხელებს და ფეხებს, დედისთვის ყველა მოძრაობა შესამჩნევი არ არის.  ნაყოფის ნერვული სისტემა კიდევ უფრო ვითარდება და უფრო აქტიურად ფუნქციონირებს.

თქვენს პატარას უკვე ესმის, ძირითადად რაც ამ პერიოდში ესმის ეს თქვენი გულისცემაა,  ხოლო გარემოს ხმების გაგება ნაყოფს 24-25 კვირიდან შეუძლია. მანამდე მხოლოდ თქვენი გულისცემა ესმის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში ახალშობილის დედასთან ჩახუტება ნაწილობრივ იმიტომ მოქმედებს ახალშობილზე დადებითად, რომ ამ დროს ესმის თავისთვის ნაცნობი და შეჩვეული ხმა  - გულის ცემის ხმა.

მეოთხე თვისთვის ნაყოფის სქესის გარკვევა თავისუფლად შეიძლება (ულტრაბგერის საშუალებით), ვინაიდან სასქესო ორგანოები საკმარისად განვითარებულია ამისათივ.

ორსული

false

მუცელი იზრდება ზომაში, რაც საშვილოსნოს ზრდასთანაა დაკავშირებული,  ამან შეიძლება გაკვეული დისკომფორტი შეუქმნას ორსულს.  ორსული როგორც წესი გრძნობს მუცელში სიმძიმეს, გრძნობს, რომ მის მუცელში ვიღაც არის : ) . ჩქარი სიარულისას, სირბილისას შეიძლება დაჭიმულობის და ტკივილის გრძნობა განვითარდეს,  ეს ნორმალურია და გამოწვეულია იოგების დაჭიმვით.

დაღლილობა, სისუსტე ნელ-ნელა მცირდება და ორსული ახალი ენერგიით ივსება, იმატებს მადა, შესაბამისად ქალი ჭამს შედარებით ბევრს და ეს ნორმალურია.

ამ დროისთვის უკვე სასურველია შეიძინოთ საორსულე ტანსაცმელი, იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ.

ამ პერიოდისთვის კონსტიპაცია(შეკრულობა), ისევ შეიძლება იყოს გამოხატული. რასაც შესაბამისი კვებით მხარდაჭერა ჭირდება (ბევრი ბოსტნეული, ბოსტნეულის წვენი, წვნიანი საკვები, სითხის მიღება).

მეთხუთმეტე კვირისთვის შესაძლებელია გენეტიკური დაავადებებზე ტესტების ჩატარება. ამნიოცენტეზის ან  ქორიონული ბუსუსების ნიმუშით. ამ კვლევების ჩატარება შეიძლება 15-18 კვირების დიაპაზონში. თუმცა ამ საკითხის პირდაპირ გადაწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან  ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას აქვს თავისი რისკები. ამ საკითხზე ჯობია დეტალურად თქვენს ექიმს გაესაუბროთ.

რეკომენდირებულია ორსულს რეგულარულად რომელიმე გვერდზე ეძინოს და არა მუცელზე ან ზურგზე.

მეთექვსმეტე კვირიდან თქვენ შეიძლება აქტიურად იგრძნოთ თქვენი პატარას მოძრაობა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი მოძრაობის შეგრძნება ბავშვისგან არ არის, არამედ შეიძლება იყოს ნაწლავების პერისტალტიკის, გაზების მოძრაობის ხმა. 

 სასურველია სუფთა ჰაერზე სეირნობა და მსუბუქი ვარჯიში, სხეულის სისხლმომარაგების გაუმჯობესების მიზნით. 

4 თვის ორსული

16 კვირის ნაყოფი

Leave a Reply