სამშობიარო ტრავმა

მშობიარობის ტრავმა

მშობიარობის ტრავმა  ვითარდება ახალშობილებში და სხვადასხვა  ფაქტორებით არის გამოწვეული: ნაყოფის ზომა (დიდი),  პოზიცია, დისტრესი, მშობირობის დაჩქარების აუცილებლობა/მცდელობა და ა.შ.  ყველაზე ხშირი ტრავმებია:  რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, მოტეხილობა (ლავიწი, ბარძაყი, მხრები), კისრის წნულის პარალიზი, ქალას მოტეხილობები, ჰემორაგიები (ძირითადად სუბდურული და სუბარაქნოიდული), კისრის დონეზე ზურგის ტვინის დაზიანება.

მოტეხილობების დიაგნოზირება როგორც წესი ხდება დროულად მეანის მიერვე, ლავიწის ძვლის მოტეხილობამ შეიძლება გამოიწვიოს მხრის და წინამხრის სპონტანური მოძრაობების შემცირება. ადგილობრივად ტკივილი და ტკაცუნის ხმა.   ძვლების ეპიფიზების მოტეხილობა ძნელი სადიაგნოსტიროა, ამიტომ მასზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში აუცილებელია რადიოლოგიური კვლევების ჩატარება.  ბარძაყის და მხრის ძვლის მოტეხილობა იწვევს ტკივილს ძვლების ცდომას ერთმანეთთან, ყველა შემთხვევაში მოტეხილი კიდურის მოძრაობა შეზღუდულია.  მკურნალობას ნებისმიერი მოტეხილობის დროს წარმოადგენს  იმობილიზაცია 8-10 დღე.

ხშირად ზიანდება  კისრის 5-6 ფესვები – ერბ-დუშენის პარალიზი(დამბლა).  ასეთ შემთხვევაში მხარი (ხელის კიდური)  მოდუნებულია და ოდნავ შიგნით შებრუნებული. გამოხატულია, როგორც მხრის ასევე წინამხრის პარალიზი.   მხრის წნულის ასეთი დაზიანებების ადრეულ მკურნალობას ხშირად მოსდევს დადებითი ეფექტი და რამოდენიმე კვირაში შესაძლებელია მისი ფუნქციის აღდგენა და დაბრუნება.

false

მშობიარობისას შეიძლება დაზიანდეს ხერხებალიც, განსაკუთრებით კისრის ნაწილში, როდესაც მშობიარობის დროს  თავის მობრუნებასთან მიმართებაში სხეულის მობრუნება არ ხდება ადექვატურად.  ასეთ შემთხვევაში ახალშობილები არიან მოდუნებულები, ტეტრაპლეგია  აღენიშნებათ – ანუ ოთხივე კიდურის დამბლა.  მდგომარეობის პროგნოზი არ არის კეთილსაიმედო.

სახის ნერვის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს ქირურგიული მაშის გამოყენებამ მშობიარობის დროს, ასევე ვითარდება  ნაყოფის სახის მიჭყლეტით დედის გავის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ახალშობილის პირის მოძრაობა ასიმეტრიულია,  თვალების დახუჭვა და მოძრაობაც გაძნელებულია ცალ მხარეს.  ეს მდგომარეობა როგორც წესი თავისით გამოსწორდება რამოდენიმე დღეში.

ზოგჯერ ვითარდება სისხლჩაქცევები თავის გარსებს შორის. მაგ. კანსა და ეპიკრანიალურ აპონევროზს შორის; ეპიკრანიალურ აპონევროზს შორის და პერიოსტიუმს შორის,  პერიოსტიუმსა და ქალას შორის და ა.შ.  შედარებით ხშირად ვითარდება ჰემატომა  ეპიკრანიალურ აპონევროზს და პერიოსტიუმს შორის. ამას შეიძლება მოჰყვეს ჰიპოვოლემიური შოკი და ლეტალური შედეგი.  განსაკუთრებით თუ ახალშობილს კოაგულოპათია აღენიშნება.   ნებისმიერი ჰემატომის დაუყონებლივ მკურნალობა აუცილებელია (სისხლის გადასხვა და შედედების ფაქტორების გადასხმა).

 

Leave a Reply