პნევმონია

rul-pneumonia-paპნევმონია წარმოადგენს ფილტვების ანთებას, კონკრეტულად ფილტვის ქსოვილის  მიკროსკოპული სტრუქტურების ალვეოლების ანთებას. ნიშნები და სიმპტომები:

  • ხველა  79-91 %
  • დაღლილობ  90%
  • ცხელება 71-75 %
  • სუნთქვის შემოკლება (ქოშინი) 67-75%
  • ნახველი  60-65 %
  • ტკივილი მკერდის მიდამოში.  39-49 %

შეიძლება გამოვლინილი იყოს სხვა სიმპტომებიც: თავის ტკივილი, მადის დაკარგვა,  ტაქიკარდია, ხველა, ჰემოფტიზი ( სისხლიანი ნახველი),  გუისრევა, ღებინება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი.

პნევმონიას ყველაზე ხშირად იწვევს ბაქტერიები და ვირუსები, უფრო ნაკლებად სოკოები და პარაზიტები.

 

ბაქტერიებს შორის ყველაზე ხშირი გამომწვევია  პნევმოკოკი,  50 % ჰემოფილუს ინფლუენზა 20 % , ქალამიდია, პნევმონია 13 %, მიკოპლაზმა, პნევმონია 3 % იშვიათად ოქროსფერი სტაფილოკოკი, მორაქსელა კატარალისი, ლეგიონელა პნევმოფილია, გრამ უარყოფით ბაცილები.

ბავშვებს შორის პნევმონიების 15 % ვირუსულია. დიდიებში 30 % .  ვირუსი გამომწვევები: რინოვირუსები, კორონავირუსები, ინფლუენზა ვირუსები, რესპირატორული სინციტიალური ვირუსი, ადენოვირუსი.

სოკოები:  ჰისტოპლაზმა კაფსულატუმ, ბლასტომიცები, კრიფტოკოკი ნეოფორმის, პნევმოცისტის ჯიროვეცი. პარაზიტებს შორის გამომწვევები არიან: ტოქსოპლაზმა გონდი, მალარიის პლაზმოდიუმი.  იშვიათ შემთხვევაში ვითარდება იდიოპათიური პნევმონია.

კლინიკურად:  დაბალი სისხლის წნევა, გულის ცემის აჩქარება, ჟანგბადით დაბალი სატურაცია,   შეიძლება გამოხატული იყოს ბრონქული სუნთქვა, კრეპიტაცია, პლევრის შეშუპება.  რენდგენი ხშირად გამოიყენება  პნევმონიის დიაგნოზისთვის.

მკურნალობა: ვირუსული ინფექციების დროს  ამანტადინი ან რიმანტადინი გამოიყენება  მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ზანამივირის და ოსალტამივირის  ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.   ბაქტერიული ინფექციის დროს გამოიყენება ანტიბიოტიკები.  ემპირიულად: ამოქსაცილინი, დოქსიციკლინი, კლარიტრომიცინი,  მაკროლიდები, აზიტრომიცინი, ერითრომიცინი. ბავშვებში არის ამოქსაცილინი, ხოლო დიდიებში დოქსიციკლინი პირველი რიგირც მკურნალობა.