საკეისრო კვეთა

ფიზიოლოგიური მშობიარობის შეუძლებლობის დროს ტარდება საკეისრო კვეთა – ნაყოფის ამოყვანა დედის საშილოსნოს ღრუდან მუცლის კედელზე გატარებული განაკვეთიდან. ეს საკმაოდ ხშირი ოპერაციაა – 100-დან დაახლოებით 12-15 ხდება საკეისრო კვეთით.

საკეისრო კვეთის ჩვენებები:

  • მცირე მენჯი და დიდი ნაყოფი;
  • ახლომხედველობა;
  • დეკომპენსაციის სტადიაში მყოფი ქრონიკული დაავადებები;
  • ნაყოფის არასწორი მდებარება;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა;
  • ნაწიბურები საშვილოსნოზე;
  • სუსტი სამშობიარო ქმედებები.

საკეისრო კვეთის დადებითი მხარეები:

საკეისრო კვეთას აქვს თავისი პლიუსები, მაგ, სრული გაუკტივარება, ხანმოკლე ჭინთვების პერიოდი, საშოსა და შორისის ტრავმების თავიდან აიცლება.

საკეისრო კვეთის უარყოფითი მხარეები:

საკეისრო კვეთის დროს გართულებების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს. გართულებებს მიეკუთვნება: ახალშობილების სამშობიარო ტრავმები, მშობიარის ხანგრძლივი აღდგენითი პროცესები, ჭრილობის დაინფიცირება, ანესთეზიის შედეგები. გარდა ამისა, ქალს რჩება ნაწიბური კანსა და საშვილოსნოზე, რაც შემდეგი ორსულობის მიმდინარეობას აძნელებს.

საკეისრო კვეთა შესაძლოა დაიგეგმოს წინასწარ, ან  მისი აუცილებლობის საკითხი უშუალოდ მშობიარობის წინ დადგეს. აქედან გამომდინარე გინეკოლოგთან კონსულტაციების დროს ორსულ ქალს უნდა გააცნონ გაუტკივარების სახეები, რომელიც საჭიროების შემთხევაში მენ-გინეკოლოგმა იცოდეს, რომელი ურჩევნია ქალს, რამეთუ უშულოდ მშობიარობის დაწყების შემდეგ ქალს უჭირსბ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

საკეისრო კვეთის დროს არსებობს გაუტკივარების 2 ძირითადი სახე: საერთო ანესთეზია და ადგილობრივი გაუტკივარება. უმეტესად გამოიყენება რეგიუონული ანესთეზია, ანუ ადგილობრივი გაუტკივარება, როცა სხეულის ქვედა ნაწილი ბლოკირებულია. ნარკოზი კიგამოიყენება მაშინ, როცა ექიმი არ ფლობს ადგილობრივი ანესთეზიის ტექნიკას ან ქალს აქვს შიში და თავად მოითხოვს ნარკოზს.

ადგილობრივი ანესთზიის სამი ტიპი არსებობს:

სპინალური – იგი გამოიყენება ყველაზე ხშირად გეგმიური ან ექსტრემალური ოპერაციების დროს. პრეპარატი უწვრილესი ნემსით შედის სპინალურ სივრცეში, რომელიც გარს აკრავს მთელს ზურგის ტვინს და შეიცავს თავ-ზურგ-ტვინის სითხეს. სწორედ ამ სივრცეში მდებარეობს იმ მსხვილი ნერვების ფესვები, რომლების პასუხს აგებენ სხეულის ნაწილების მოძრაობაზე. პრეპარატის მოქმედება იწყება შეყვანიდან 5 წუთში და 1,5 სთ მოქმედებს.

ეპიდურული ანესთეზია – გამოიყენება შედარებით იშვიათად. ეპიდურული სივცე მდებარეობს სპინალურ სივრცემდე. კანის გაუკტივარების შემდეგ ეპირუსრულ სივრცეში შეიყვანება კათეტერი, რომლითაც მიეწოდება პრეპარატი. ამ მეთოდს უფრო ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს საშვილოსნოს შეკუმშვების გაუტკივარებისთვის იყენებენ. თუკი დგება ოპერაციის საჭიროების საკითხი კათეტერით შეიყვანება უფრო ძლიერი ანესთეტიკი. თუმცა პრეპარატის დოზა იქნება მეტი და იმოქმედებს უფრო გვიან – 20-30 წუთის შემდეგ.

ამ მეთოდს იყენებენ:

  • თუკი ეპიდურული კათეტერი საჭიროებამდე 20 წუთით ადრეა ჩაყენებული;
  • თუკი ხანგრძლივი ოპერაცია იგეგმება;
  • როცა არ არის სპინალური ანესთეზიის ტექნიკის საკმარისი ცოდნა;
  • როცა სპინალური ანესთეზია უკუნაჩვენებია.

სპინალურ-ეპიდურული გაუტკივარება – ზემოთ აღწერილი ორივე მეთოდის კომბინაცია.

ოპერაციისთვის მომზადება:

  1. გეგმიური საკეისრო კვეთის დროს ოპერაციამდენ რამდენიმე დღით ადრე სასურველია კლინიკაში მოთავსება, თუმცა ექიმების უმეტესობა არჩევს ოპერაციის დღეს მისვლას;
  2. მეთოდის შერჩევა ექიმ-ანესთეზიოლოგთან ერთად და თანხმობაზე ხელის მოწერა;
  3. საოპერაციოს აპარატურა მუდმივად უზომავს ქალს სისხლის წნევას. შემდეგ შეიყვანება არტერიული წნევის დამწევი საშუალება, რომ სისხლის დანაკარგი ოპერაციის დროს მინიმლური იყოს. შარდის ბუშტში იდგმება კათეტერი.

ანესთეზიის მოქმედება

მთავარი ნიშანი – ფეხები ხდება თბილი, მძიმე და მგრძნობელობა იკარგება. შემდგომში ეს გრძნობა ვრცელდება მკერდამდე. თუკი ქალი გრძნობს წყურვილს, გულისრევას, სისუსტეს – ეს ხდება წნევის დაწევის დროს – ექიმი ვენაში ჩადგუმ კათეტერში შეიყვანს შესაბამის პრეპარატს.

საკეისრო კვეთა

ექიმი ამუშავებს მშობიარის მუცელს მკერდამდე. სტერილური ფარდა ქალს ხელს უშლის დაინახოს ოპერაციის მიმდინარეობა. მეან-გინეკოლოგის ქმედებებს ქალი გრძნობს, როგორც მსუბუქ დაქაჩვა-ზეწოლას. ექიმი-ანესთეზიოლოგი ამ დროს ქალთანაა და აკონტროლებს მის მდგომარეობას. საჭიროების შმედთხევაში შეიძლება დამატებითი ანესთეტიკის შეყვანა ან ნარკოზზე გადასვლა.

ბავშვის ამოყვანის შემდეგ ინტრავენურ კათეტერში შედის 2 პრეპარატი: ოქსიტოცინი – რომ საშილოსნოს შეიკუმშო და პლაცენტის მოშორება იყოს ადვილი, და ანტიბიოტიკი – ინფექციის გამოსარიცხად. ოპერაციის ბოლოს შეიყვანება პირველი ტკივილგამაყუჩებელი კუნთში, რომელიც გააგრძელებს რეგიონული ანესთეზიის ეფექტს.

ოპერაციის შემდეგ

ოპერაციისდან 1-2 სთ-ს ქალი ატარებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ დროს შეიგრძნობა მცირე კანკალი, საშვილოსნოში შეკუმშვების მსგავსი აქტივობა. ფეხებში თანდათან დაბრუნდება მგრძნობელობა. ფეხზე ადგომა შესაძლებელია 6-8 საათის შემდეგ.

ხანდახან შესაძოა აღინიშნოს რამდენიმე კვირა თავის ტკივილი და ფეხებში მგრძნობელობის დაქვეითება, რაც სპინალურ ანესთეზიას ახლავს.

Leave a Reply