საშვილოსნოს ჰემატომა ორსულებში

საშვილოსნოში ჰემატომა ორსულობის დროს – სერიოზული გართულებაა, როდესაც საშვილოსნოს გარკვეულ უბანში გროვდება სისხლი. ეს კი ფრიად არასასურველია. ჰემატომა წარმოიქმნება მაშინ, როცა სანაყოფე კვერცხი  რაღაც მიზეზის გამო გარკვეულ უბანში შრევდება და სწორედ აქ გროვდება სისხლი.

სულ ცოტა ხნის წინ ექიმები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჰემატომა წარმოიქმნება ვარდნისგან ან ტრავმისგან. თუმცა დღეს მეცნიერები ასე აღარ მიიჩნევენ, ჰემატომის წარმოქმნას შეიძლება უამრავი მიზეზი ჰქონდეს. მიზეზები შეიძლება იყოს მაღალი არტერიული წნევა, მძიმე ტოქსიკოზი ორსულობის გვიან ვადებზე, ინფექციები, შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებები, სტრესი, ჰორმონალური ცვლის დარღვევა, საშვილოსნოს დეფექტები, ნაყოფის განვითარების ანომალიები და ალკოჰოლის მოხმარება.

ჰემატომა შეიძლება იყოს ძალიან დიდი ზომის. მას ავლენს ულტრაბგერითი გამოკვლევა. იგი  საშიშია, როგორც დედის, ასევე ნაყოფისთვის. ის ხელს უშლის პატარას კვებას, რამეთუ იწვევს საშვილოსნოს დეფორმაციას, რითიც იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ორსულობა უმრავლეს შემთხვევაში სრულდება კეთილსაიმედოდ. სიტუაციის სერიოზულობა დაკავშირებულია იმაზე, როგორი ჰემატომა განვითარდა ორსულობის დროს.

მსუბუქი ჰემატომა

ქალი გრძნობს თავს კარგად, არ გრძნობს არანაირ დისკომფორტს, ამას გარდა ჰემატომა შეიძება მხოლოდ მშობიარობის შემდეგ აღმოაჩინონ: ის ტოვებს მნიშვნელოვან კვალს პლაცენტაზე.

მშობიარობა მსუბუქი ფორმის ჰემატომის დროს მიმდინარეობს ჩვეულებრივად, გართულებების გარეშე. თუმცა ექიმები თავადვე არღვევენ დანაყოფე გარსებს და არ ელოდებიან მათ სპონტანურ გახევას. მსუბუქი ჰემატომის დროს საკმარისია გმომწვევი მიზეზის მოცილება.

საშუალო სიმძიმის ჰემატომა

აუცილებლად გამოვლინდება მუცლის ქვედა ნაწილსი მსუბუქი ტკივილითა და სისხლიანი გამონადენით. ამ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ამ ფორმის ჰემატომამ შეიძლება არ გამოიწვიოს სისხლიანი გამონადენი: ყველაფერი დამოკიდებულია მის ზომაზე და ფორმირების ადგილზე. ამასთან ნაყოფის გულისცემა შეიძლება მნიშნელოვნად იყოს დარღვეული. სწორედ ეს არის ექიმისთვის განგაშის სიგნალი.

მძიმე ფორმის ჰემატომა

ქალი თავს გრძნობს ძალიან ცუდად, პერიოდულად ან მუდმივად აწუხებს ძლიერი ტკივილი (ზოგჯერ ტკივილისგან შეიძლება გონებაც დაკარგოს). ორსულის არტერიული წნევა დაბალია, აქვს სისხლიანი გამონადენი.

თუკი ქალს აქვს საშუალო სიმძიმის, ან რთული ჰემატომა, მას ენიშნება მშობიარობის ვადაზე გაცილებით ადრე საკეისრო კვეთა.

თუ ჰემატომა ზალიან პატარაა და საფრთხეს არ წარმოადგენს დედა-შვილისთვის, არც მედიკამენტური ჩარევა იქნება საჭირო და ექიმები მას არ ეხებიან. თუმცა ორსულზე მონიტორინგი ხორცილედება გამუდმებით.

სისხლდენის პროფილაქტიკის მიზნით ქალს ენიშნება სისხკდენის საწინააღმდეგო საშუალებები – ეს ჰემატომას არ მისცემს ზრდის საშუალებას. აუცილებელია В ჯგუფის ვიტამინები და ვიტამინი Е. აუცილებელის სტრესისთვის ტავის არიდება.

ამას გარდა, ჰემატომის მქონე ორსულმა უნდა დაიცვას დიეტა, რომ თავი აარიდოს შეკრულობასა და გაზების დაგროვებას ნაწლავებში. არ არის სასურველი მაგარი ჩაი და ყავა, გაზირებული სასმელები და საფაღარათოები. ამ შემთხვევაში ორსულის რაციონში შედის: ფაფები, ბევრი სითხე, წვენები, კეფირი და რძე. ქალს ეკრძალება ნებისმიერი წამლის მიღება ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

Leave a Reply