ქალის კვება ლაქტაციის დროს

ძუძუთი კვება სასრგებლოა დედისთვისაც და ახალშბოლისთვისაც, მაგრამ ქალმა უნდა გაითვალისწინოს რომ ეს არის პასუხისმგბელობა და მიუდგეს ასაკითხს ყურადღებით. ყველა მეძუძურმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველაფერი რითიც თვითონ იკვებება, გავლენას ახდენს მის პატარაზე.  აქედან გამომდინარე, დიეტა, რომელსაც ქალი იცავს ძუძუთი კვების პერიოდში, უნდა ითვალისწინებდეს დედის ორგანიზმის მოთხოვნილებეს და კავშირს, რომელიც ამ დროს რძის საშუალებით აქვს მას შვილთან. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მეძუძური დედების კვება უნდა უზრუნველყოფდეს:

  1. დედის ორგანიზმის მოთხოვნილებებს ენერგიასა და ძირითად საკვებ ნივთიერებებზე;
  2. საკვები ნივთიერებებითა და ენერგიით დამატებითი მომარაგება, რაც აუცილებელია მაღალი კვებითი ღირებულების მქონე რძის წარმოასაქმნელად;
  3. დედის ორგანიზმიდან რძის საშუალებით ახალშობილის ორგანიზმში ობლიგატური ალერგენების მოხვედრის თავიდან აცილება.

მეძუძური დედის რაციონში უნდა შედიოდეს: ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, პური, ბურღულეული, მცენარეული ზეთი, ბოსტნეული, ხილი, წვენები, შაქარი და საკონდოტრო ნაწარმი (დასაშვებია). ხორცეულიდან რეკომენდებული არ არის სოსისი, ძეხვი და სარდელი. თევზეულიდან სასურველია უცხიმო სახეობები. ფართოდ უნდა გამოიყენოს ქალმა ყველი და ხაჭო. რაციონში ძროხის რძის ჩამატებამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები ბავშვში.

იქიდან გამომდინარე რომ ნივთიერების ძალიან დიდი ნაწილი დედის რძის საშუალებით ხვდება ახალშობილში, ამიტომ დედამ თავი უნდა მოარიდოს ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც არიან ალერგენები.

ობლიგატური ალერგენი პროდუქტების სია:

  • ტაფლი;
  • თხილეული;
  • ციტრუსები;
  • მარწყვი;
  • შოკოლადი;
  • ვაშლის წითელი ჯიშები;
  • პომიდორი;
  • ანანასი;
  • შებოლილი პროდუქტები;
  • ხიზილალა;
  • კონსერვირებული პროდუქტები;
  • თევზი;
  • კვერცხი;
  • ახალი რძე.

Leave a Reply