ქუნთრუშა

ქუნთრუშა – ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს А ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი (Streptococcus pyogenes). ვლინდება წვრილი გამონაყარით, ცხელებით, საერთო ინტოქსიკაციით, ანგინით. დაინფიცირება ხდება დაავადებულისგან ჰაერ-წვეთოვანი გზით (ხველა, ცემინება, საუბარი), აგრეთვე საყოფაცხოვრებო საგნებით (ჭურჭელი, სათამაშოები, თეთრეული). განსაკუთრებით საშიშია ინფექციის წყაროდ ავადმყოფები დაავადების პირველ დღეებში. ქუნთრუშას პათოგენობის ფაქტორები:

  • სეპტიური ფაქტორი – გასაზღვრავს მიკრობების გავრცელებას ნუშურა ჯირკვლების მიმდებარე ქსოვილებში, ხოლო თუ მიკრობი ხვდება სისხლში, მაშინ ისაზღრვება შინაგან ორგანოებში მათი გავრცელებით. ქუნთრუშას მძიმე სეპტიურ ფორმებს შეიძლება ახლდეს სტრეპტოკოკების გავრცელების მეორადი კერების ფორმირება მთელს ორგანიზმში;
  • ტოქსიური ფაქტორი – განსაზღვრავს ეპიდერმისის ზედა შრის დარღვევას და ჩამოშლას, აგრეთვე თავის ტვინისა და გულის ფუნქციის დარღვევებს. ქუნთრუშასთვის დამახასიათებელი ნიშანია „ქუნთრუშას გული“ – ტოქსიური ფაქტორების გავლენით გულის ზომაში მომატება;
  • ალერგიული ფაქტორი დაავადების მწვავე ფაზაში განსაზღვრავს გამონაყარის გაჩენას, ხოლო გამოჯანმრთელების პერიოდში შეიძლება გახდეს შინაგანი ორგანოებისა და შემაერთებელი ქსოვილების დაზიანების მიზეზი.
false

სიმპტომები

  • ქუნთრუშას გამონაყარი – წვრილი, შუშის შპატელით ზომიერი დაჭერისას ლაქები ჩანს უფრო მეტად. უფრო მეტად დაჭერისას გამონაყარი ადგილს უთმობს კანის მოყვითალო-მოოქროსფრო ელფერს. ჩნდება დაავადების 1-3 დღეს და ლოკალიზდება ძირითადად ლოყებზე, საზარდულში, სხეულის გვერდებზე. ტუჩ-ცხვორის სამკუთხედის კანი რჩება ფერმკრთალი და გამონაყარისგან თავისუფალი. გამონაყარი ნარჩუნდება 3-7 დღე, შემდეგ ქრება ისე, რომ არ ტოვებს პიგმენტაციას;
  • ქუნთრუშასეული ენა – დაავადების მე-2-4 დღეს ენა ხდება გამოხატულად მარცვლოვანი და მკვეთრად წითელი;
  • ანგინა – ქუნთრუშას მუდმივი სიმპტომი. შეიძლება ჩვეულებრივ ანგინაზე მძიმედ მიმდინარეობდეს;
  • კანის აქერცვლა – გამონაყარის გაქრობის შემდეგ ხდება (დაავადების დაწყებიდან 14 დღის შემდეგ).

მკურნალობა როგორც წესი, ტარდება სახლში. სტაციონარში მკურნალობა მხოლოდ ძალიან მძიმე შემთხვევებში. დაავადების მწვავე ფაზაში აუცილებელია თბილი სითხეების ჭარბად მიღება (ჩაი ლიმნით, ხილის წვენები), თხევადი ან ნახევრად თხევადი საკვები. ინიშნება წოლითი რეჟიმი.

მედიკამენტოზური მკურნალობის კუთხით ნიშნავენ პენიცილინის რიგის ანტიბიოტიკებს ტაბლეტირებული ფორმით 7-10 დღის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში აუცილებელია ინფუზიური თერაპია (გლუკოზა ან ჰემოდეზი ინტოქსიკაციის შესამცირებლად).

ანტიბიოტიკების აღმოცენამდე ქუნთრუშა საკმაოდ სერიოზული და მძიმე მ,იმდინარეობით ხასიათდებოდა და ხშიარდ იყო სასიკვდილო გამოსავლის მიზეზი. დღეს კი ის ადვილად ექვემდებარება მკურნალობას.