ყივანახველა

ყივანახველა (ფრ. Coqueluche, ლათ. Pertussis) – მწვავე ანთროპოზოონოზული დაავადებაა, რომელიც აჰერ-წვეთოვანი გზით გადადის. ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომლის შედარებტ სახასიათო ნიშანია შეტევითი სპაზმური ხველა. ყინანახველა სასუნთქი სისტემის საშიში ინფექციური დაავადებაა. ძალიან საშიშია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამომწვევი

გამოწვეულია ბორდე-ჟანგუს ბაქტერიებით – Bordetella pertussis. თანდაყოლილი იმუნიტეტი არ ვითარდება. კონტაგიოზურობა შეადგენს 90%. 1937 წელს გამოყვეს მიკროორგანიზმი, რომელის ყივანახველას ჩხირს ჰგავს – პარაყივანახველას ჩხირი. ამ გამომწვევით გამოწვეული დაავადება ჰგავს ყივანახველას, მიმდინარეობს უფრო მსუბუქად და არ ტოვებს ყივანახველას იმუნიტეტს.

Bordetella pertussis

Bordetella pertussis

დაავადების განვითარება

ხშირად ავადობენ ბავშვები სკოლამდელ ასაკში. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 7-14 დღეს. დაინფიცირება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ავადმყოფი გადამდებია დაავადების პირველიდან 25-ე დღემდე. გადამდებლობის პერიოდი შესაძლოა შემცირდეს დღევანდელი მედიცინის ანტიბაქტერიული შესაძლებლობებით.

ეპიდემიოლოგიური სურათი

ყოველ კონკრეტულ ადგილას დაავადება ყოველ 2-4 წელიწადში იღებს ეპიდემიის ხასიათს.

false

იმუნიტეტი

შემთხვევათა ნახევარი მოდის 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. დაავადება არ ტოვებს იმუნიტეტს, მაგრამ თუ მოხდა შემდგომი დაინფიცირება, დაავადება მიმდინარეობს სუსტად და ხშირად ვერ კი ამოიცნობა.

მკურნალობა

ჰოსპიტალიზება ესაჭიროებათ: მძიმე ფორმის ავადმყოფები, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები (სუნთქვის რიტმისა და ტვინის სისხლმომარაგების დარღვევა); საშუალო სიმძიმის, რომელსაც ახლავს რაიმე ქრონიკული დაავადების ფონი; მცირეწლოვანი ბავშვები.

რეჟიმი – დამზოგავი (უარყოფითი ფსიქოემოციური დატვირთვის მოხსნა) აუცილებელი ინდივიდუალური გასეირნებით.

დიეტა – ვიტამინებით მდიდარი, ასაკის შესაბამისი. მძიმედ დაავადებულებში კვება უნდა მოხდეს მცირე პორციებით და ხშირად.

ეტიოტროპული მკურნალობა – ანტიბიოტიკების დანიშვნა (მაკროლიდები, ნახევრად სინთეზური პენიცილინები, მე-3 თაობის ცეფალოსპორინები). თუ ხველა ნარჩუნდება – ანიბიოტიკების მიღების გაგრძელება.

პათოგენეზური მკურნალობა – კრუნჩხვის საწინააღმდეგო დაშუალებები, დამამშვიდებლები.

სიმპტომური მკურნალობა – ლორწოს ამოღება ზემო სასუნთქი გზებიდან, აეროზოლოთერაპია, ფიზიოთერაპია, მასაჟი, სასუნთქი გიმნასტიკა.

რეკონვალესცენციის პერიოდში – ვიტამინო-მინერალური კომპლექსები.