ცხვირიდან სისხლდენა

nosebleed

ეპისტაქსი წარმოადგენს  ცხვირიდან სისხლდენას. ცხვირი კარგად სისხლმომარაგებული სტრუქტურაა, შესაბამისად მისი მცირე ტრავმაც კი ხშირად სისხლდენას იწვევს.  ეპისტაქსი უმეტეს შემთხვევაში აღმოცენდება  ცხვირის ძგიდის წინა ნაწილიდან.  ცხვირიდან სისხლდენის მიზეზებია:

ადგილობრივი ფაქტორები

  • ბლაგვი ტრავმა (მაგ. ცხვირზე რამე საგნის მოხვედრა. კანი გარედან შეიძლება არც ჩანდეს დაზიანებული)
  • უცხო სხეულები ცხვირში (ხშირი მიზეზი თითის შეყოფა ცხვირში)
  • ანთებითი რეაქცია (სასუნთქი გზების ინფექციები, სინუსიტი, ალერგიული რინიტი, გარემო სხვა გამღიზიანებლები)

სხვა მიზეზები:

  • ანატომიური დეფორმაციები (მემკვიდრული ჰემორაგიული ტელეანგიექტაზია)
  • წამლები (მაგ. კოკაინი)
  • ინტრანაზალური სიმსივნეები ( ნაზოფარინგეალური კარცინომა,  ანგიოფიბრომა).
  • გარემოს დაბალი ტენიანობა  (განსაკუთრებით სიცივეში, ზამთრის სეზონის დროს)
  • ცხვირი კანულა 02  (ცხვირის ლორწოვანს აშრობს)
  • ნაზალური სპრეები, განსაკუთრებით ნაზალური სტეროიდების ხანგრძლივი ან არასწორი გამოყენება.
  • ცხვირის, ან სინუსების ქირურგია და სხვა.

სისტემური მიზეზები:

ყველაზე ხშირი

  • ინფექციური დაავადებები (მაგ. გაციება, გრიპი)
  • ჰიპერტენზია.

სხვა მიზეზები:

  • ანემია
  • ალკოჰოლის გამოყენება
  • წამლები (ასპირინი, იბუპროფენი, კლოპედიგროლი, ვარფარინი და სხვა.)
  •  C და   K ვიტამინების დეფიციტი
  • ვონ ვილენბრანდის დაავადება, ასევე სხვა მიზეზები.

მკურნალობა

ასეთ დროს  ბავშვი უნდა წამოჯდეს, ისეთ პოზიციაში, რომ სისხლი არ გადაყლაპოს.  თუ სისხლი გადაყლაპა, გამოიწვევს  სისხლიან ღებინებას.  თუ ცხვირში კოლტებია, უნდა მოხდეს მისგან გაწმენდა,  ცხვირის ძვლის ქვემოთ, სადაც ცხვირის რბილი ქსოვილი იწყება, იმ ადგილზე თითებით, არა უხეშად, მაგრამ  საკმარისად ძლიერად უნდა მოხდეს მოჭერა  რათა არტერიული მიმოქცევა იმ ადგილზე შემცირდეს სადაც სისხლდენაა, ხელის მოჭერა 5 წუთს განმავლობაში საკმარისია.    ხშირი სისხლდენისთვის  გამოიყენება ერთჯერადი ოქსიმეტაზოლინის აპლიკაცია.  თუ სისხლდენა არ წყდება, გამოიყენება ჟელატინის ღრუბელი (Gelfoam) , ასევე კოლაგენის ღრუბელი (ქირურგიულად).

პრევენციისთვის ზოგჯერ იყენებენ ადგილობრივ ანტიბიოტიკის მალაომებს.